ხშირად დასმული კითხვები:

როდის ხდება შეკვეთის მიწოდება?
დღის 12 საათამდე გაკეთებული შეკვეთა მომხმარებელს ბარდება იმაზე სამუშაო დღეს. სხვა შემთხვევაში მეორე სამუშაო დღეს. (თბილისის მასშტაბით)
რეგიონში წინასწარ თანხმდება ოპერატორთან
შეკვეთის გასაფორმებლად რეგისტრაცია აუცილებელია?
აუცილებელი არ არის. შეკვეთის გაფორმებისას შეგიძლიათ აირჩიოთ ,,სტუმრით ანგარიშსწორება", რომლის დროსაც ერთჯერადად შეიყვანთ ყველა საჭირო მონაცემს შეკვეთის გასაფორმებლად.
როგორ შემიძლია გადავიხადო?
გადახდა შეგიძლიათ როგორც გადარიცხვით ინვოისის საფუძველზე, ასევე პროდუქციის ადგილზე ჩაბარებისას, ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
შემიძლია თუ არა ადგილზე შევიძინო პროდუქცია?
პროდუქციის ადგილზე შეძენის სურვილის შემთხვევაში, წინასწარი ჯავშანი კეთდება ოპერატორთან, რის შემდგომაც საწყობი უკვე მზად გახვედრებთ შეკვეთას ჩვენს ფილიალში.
სად მდებარეობს თქვენი მაღაზია?
შესახვევი კახეთის 2, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ლიბერთი ბანკთან.
Kakheti Turn 2.
თქვენი სამუშაო საათები?
ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
საიტის გარდა, კიდევ როგორ შემიძლია შეკვეთა?
შეკვეთის საიტზე ონლაინ გაფორმების გარდა, მისი გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტაზე, ასევე ტელეფონზე დარეკვით.
როგორ შემიძლია დავარეგისტრირო კომპანია, როგორც მყიდველი?
პირველ რიგში რეგისტრირდებით როგორც ფიზიკური პირი. ამის შედგომ ,,ჩემს პროფილში" მისამართის დამატება - ამატებთ კომპანიის მონაცემებს. შესაძლებელია რამდენიმე კომპანიის ერთდროულად დამატება.
როგორ შევუკვეთო მარტივად, თუ რამდენიმე ფილიალი აქვს კომპანიას?
ეს ყველაზე მოსახერხებელია. ,,ჩემს მისამართებში" თქვენს კომპანიას დაამატებთ იმდენჯერ რამდენი მისამართიც აქვს. ხოლო შეკვეთის გაფორმების ბოლო ეტაპზე, საიტი აგარჩევინებთ რომელი ფილიალისთვის იქნება გავკუთვნილი პროდუქცია.
როგორ შეგატყობინოთ თუ რაიმე დეტალი მინდა დავაფიქსირო შეკვეთასთან დაკავშირებით?
შეკვეთის გაფორმების ბოლო ეტაპზე, ისარგებლეთ ველით ,,კომენტარი ოპერატორს", დაგვიწერეთ სასურველი პარამეტრი ან ინფორმაცია, რომელიც გსურთ რომ გაითვალისწინოს ოპერატორმა.