მიწოდება
მიწოდება
სწრაფი და კომფორტული მიწოდება ჩვენთვის პრიორიტეტია.
მიწოდება თბილისში იმავე სამუშაო დღეს
შეკვეთას, რომელიც ონლაინ მაღაზიაში 12:00 საათამდე განთავსდება, იმავე სამუშაო დღეს, 18:00 საათამდე მოგაწვდით.
12:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთა შემდეგ სამუშაო დღეს მიგეწოდებათ. შაბათს 12:00 საათის შემდეგ, კვირას და უქმე დღეებში განთავსებული შეკვეთა მიწოდებულ იქნება მომდევნო სამუშაო დღეს.
შეკვეთის განთავსების დროდ ითვლება:
- ნაღდი ანგარიშსწორებისას და ბარათით გადახდისას: შეკვეთის ონლაინ მაღაზიაში განთავსების დრო;
- საბანკო გადარიცხვისას: თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის ან გადარიცხვის ქვითრის წარმოდგენის დრო (თუ მომხმარებელთან სხვა პირობა არ არის შეთანხმებული).
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პროდუქტის იმავე დღეს მიწოდება შეუძლებელია. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის გვერდზე მითითებულ ვადას: იმავე დღის მიწოდების პირობები არ ვრცელდება პროდუქტზე, რომლის მიწოდების ვადაა ერთზე მეტი სამუშაო დღე.
მიწოდების საფასური თბილისში
თბილისში მიწოდება უფასოა, თუ შეკვეთის ღირებულება 100 ლარს აღემატება. 100 ლარამდე შეკვეთაზე მიწოდების საფასური 5 ლარია.
შეკვეთა მიწოდებულ იქნება რეგისტრაციისას მითითებულ მისამართზე, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე.
მიწოდება თბილისის შემოგარენში
თბილისის შემოგარენად ითვლება თბილისიდან არაუმეტეს 15 კმ-ში მდებარე დასახლებები, მაგალითად: წყნეთი, ოქროყანა, კიკეთი. შეკვეთა მიწოდებულ იქნება შემდეგ სამუშაო დღეს, 18:00 საათამდე. მიწოდების საფასური 20-დან 30 ლარამდეა და დამოკიდებულია მანძილსა და შეკვეთის მოცულობაზე.
მიწოდება რეგიონებში
რეგიონებში მიწოდების საფასური გამოითვლება ინდივიდუალურად, შეკვეთის წონისა და მოცულობის მიხედვით. ტრანსპორტირების ფასისა და ვადის დაზუსტება შემდგომი შეთანხმების საგანია.












