კატეგორიები

Pro Service/პრო სერვისი ნაგვის პარკი 160ლ. 20ც.

პროდუქტის კოდი:4823071615760
სასაჩუქრე ქულები:12
რაოდენობა:მარაგშია
  • 13.60₾

  • ფასი სასაჩუქრე ქულებით: 2320
გადაიხადე განვადებით ან ნაწილ ნაწილ
დააგროვე ქულები

მოკლე აღწერა: Pro Service/პრო სერვისის ნაგვის პარკები 160 ლიტრი, 20 ცალი რულონზე. ხაზის ყველაზე დიდი პარკი დიდი ურნებისა და კონტეინერებისთვის, ეზოს, მშენებლობისა და მასობრივი ღონისძიებების ნარჩენებისათვის.

სრული აღწერა

160 ლიტრიანი პარკი მაშინ გჭირდებათ, როცა ნარჩენი დიდია მოცულობით: ფოთლები და გასხეპილი ტოტები ეზოდან, შესაფუთი მასალა საწყობიდან, ერთჯერადი ჭურჭელი და ტარა ფესტივალიდან ან კორპორატიული წვეულებიდან. ერთ ასეთ პარკში ეტევა ის, რაც სხვა შემთხვევაში ორ-სამ ჩვეულებრივ პარკს დასჭირდებოდა, ამიტომ ნაკლებ ჯერზე გაგაქვთ და ნაკლები პარკი იხარჯება.

Pro Service-ის 160 ლიტრიანი პარკი ერგება დიდ ბორბლიან კონტეინერებს და ქუჩის ურნებს. დიდი პარკის სავსე წონა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორად გავსება და ტარება (იხ. FAQ). სისქე და ფერი შეამოწმეთ შეფუთვაზე

GramPak Georgia-ში Pro Service-ის 160 ლიტრიანი პარკები ხელმისაწვდომია საბითუმოდ: მუნიციპალურ და დასუფთავების სამსახურებს, სამშენებლო კომპანიებს, ღონისძიებების ორგანიზატორებსა და აგრობიზნესს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ფასებით.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ბრენდი: Pro Service (პრო სერვისი)
  • ტიპი: ძალიან დიდი ნაგვის პარკი, რულონზე
  • მოცულობა: 160 ლ
  • რაოდენობა: 20 ცალი
  • ფერი: შავი
  • ზომა: 90/110 სმ.

გამოყენების სფერო

  • ეზოს და ბაღის მოვლა: ფოთლები, ბალახი, ტოტები
  • ფესტივალები, კონცერტები და კორპორატიული ღონისძიებები
  • სამშენებლო ობიექტების მსუბუქი ნარჩენი
  • საწყობები და ლოჯისტიკა
  • დიდი ბორბლიანი და ქუჩის კონტეინერები

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რამდენად შეიძლება 160 ლიტრიანი პარკის გავსება?

მსუბუქი, მოცულობითი ნარჩენით (ფოთლები, მუყაო, პლასტმასი) შეიძლება თითქმის ბოლომდე. მძიმე ნარჩენი მხოლოდ ნაწილობრივ ჩადეთ, რომ პარკი აწევისას არ გაიხიოს და ტარება ადვილი იყოს.

ერგება ეს პარკი ჩვეულებრივ ურნას?

ჩვეულებრივი სახლის ან ოფისის ურნისთვის ის ზედმეტად დიდია. 160 ლიტრიანი პარკი დიდი კონტეინერებისთვის და პირდაპირ, ურნის გარეშე შესავსებად არის განკუთვნილი.

როგორ გამოვიყენო ურნის გარეშე?

პარკის პირი ორჯერ გადაკეცეთ გარეთ, რომ თავისით იდგეს, ან ჩადეთ მუყაოს ყუთში ან ჩარჩოში. ასე ფოთლებისა და ნარჩენის ჩაყრა გაცილებით ადვილია.

სად შემიძლია შევიძინო ეს პროდუქტი?

პროდუქტი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ონლაინ, grampak.ge-ზე, ან დარეკოთ ტელეფონზე (032) 223 88 06. 12:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთა თბილისში იმავე დღეს იგზავნება.

არ აქვს შეფასებები ამ პროდუქტს.

შეაფასეთ პროდუქტი

შენიშვნა: HTML არ გადაითარგმნება!
ცუდი           კარგი
bottom

თეგები: ნაგვის პარკი , Pro Service , პრო სერვისი , 160 ლიტრი , დიდი ნაგვის პარკი , ეზო და ბაღი , დასუფთავება ,