
ფოლგა 45*800
| პროდუქტის კოდი: | 1000855 |
| სასაჩუქრე ქულები: | 12 |
| რაოდენობა: | მარაგშია |
11.50₾
- ფასი სასაჩუქრე ქულებით: 2300

| პროდუქტის კოდი: | 1000855 |
| სასაჩუქრე ქულები: | 12 |
| რაოდენობა: | მარაგშია |
მოკლე აღწერა: ალუმინის საკვები ფოლგა 45*800, ფართო (45 სმ) რულონი სამზარეულოსთვის, კაფე-რესტორნისთვის და კეიტერინგისთვის. გამოიყენება ცხობისათვის, და საკვებია შენახვისა და ტემპერატურის შენარჩუნებისთვის.
45 სმ სიგანის ფოლგა ფართო საცხობ ფორმასაც და დიდ ლანგარსაც ერთი ფურცლით ფარავს, ამიტომ ვიწრო საოჯახო რულონზე ბევრად მოსახერხებელია, როცა დიდი რაოდენობით საკვებს ამზადებთ. ეს ზომა ხშირად გამოიყენება კაფეებში, რესტორნებში, საცხობებში და კეიტერინგში.
ალუმინის ფოლგა ღუმელის მაღალ ტემპერატურას უძლებს, საკვებს წვენს და სითბოს უნარჩუნებს და გარე სუნისგან იცავს. ფოლგაში ხორცს და ბოსტნეულს აცხობენ, მზა კერძს ფარავენ მიტანამდე, საკვებს მაცივარში ინახავენ ან გრილზე ამზადებენ.
GramPak Georgia-ში ფოლგა და სხვა შესაფუთი მასალები დიდი რაოდენობითაც იყიდება: რესტორნებს, კაფეებს, საცხობებს და კეიტერინგის კომპანიებს ვთავაზობთ სპეციალურ საბითუმო და კორპორატიულ ფასებს.
რომელი მხრით დავდო ფოლგა, პრიალით თუ მქრალით?
ჩვეულებრივი ფოლგისთვის განსხვავება მინიმალურია, ორივე მხარე ერთნაირად მუშაობს. პრიალა მხარე ოდნავ მეტ სითბოს ირეკლავს, ამიტომ ბევრი მას საკვებისკენ ათავსებს.
შეიძლება თუ არა ფოლგის მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება?
არა, მიკროტალღურ ღუმელში ფოლგამ შეიძლება ნაპერწკალი გამოიწვიოს. გამოიყენეთ ჩვეულებრივ ღუმელში, გრილზე და მაცივარში.
შეიძლება თუ არა მჟავე საკვების ფოლგაში შენახვა?
ძალიან მჟავე ან მარილიანი საკვები (ლიმონი, პომიდორი, მწნილი) დიდხანს ფოლგასთან კონტაქტში უმჯობესია არ შეინახოთ. მოკლე დროით შენახვა და ცხობა ჩვეულებრივ პრობლემას არ ქმნის.
სად შემიძლია შევიძინო ეს პროდუქტი?
პროდუქტი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ონლაინ, grampak.ge-ზე, ან დარეკოთ ტელეფონზე (032) 223 88 06. 12:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთა თბილისში იმავე დღეს იგზავნება.
თეგები: ფოლგა , ალუმინის ფოლგა , 45 სმ , საკვების შეფუთვა , რესტორნისთვის , კეიტერინგი , სამზარეულო , HoReCa ,