კატეგორიები

Greenfield/გრინფილდი მწვანე ჩაი (დასაყენებელი) 100გრ. 

პროდუქტის კოდი:4605246003578
სასაჩუქრე ქულები:6
რაოდენობა:მარაგშია
  • 6.00₾

  • ფასი სასაჩუქრე ქულებით: 1160
გადაიხადე განვადებით ან ნაწილ ნაწილ
დააგროვე ქულები

მოკლე აღწერა: Greenfield-ის ჩინური მწვანე ფოთლოვანი (დასაყენებელი) ჩაი, 100 გრამი. ჩაიდანში ან ფინჯანში დასაყენებლად, სუფთა, ნაზი გემოთი და ღია, მომწვანო-ოქროსფერი ნაყენით.

სრული აღწერა

მწვანე ჩაის ნამდვილი ხასიათი ყველაზე კარგად ფოთლოვან ჩაიში ჩანს. ცხელ წყალში დახვეული ფოთლები თანდათან იშლება და გამოყოფს ახალ, მცენარეულ არომატს და რბილ გემოს. Greenfield-ის ეს ჩაი (ხაზი Flying Dragon) ჩინური მწვანე ჩაის ფოთლისგან მზადდება და გათვლილია მათთვის, ვისაც ჩაის მომზადება და ნელა დალევა უყვარს.

ფოთლოვანი ჩაის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ერთი და იგივე ფოთოლი შეიძლება 2–3-ჯერ დააყენოთ, და ყოველ ჯერზე ოდნავ განსხვავებულ გემოს მიიღებთ. 100 გრამი დაახლოებით 40–50 ჭიქას ჰყოფნის. ეს ფორმატი კარგია სახლისთვის, აზიური და ჯანსაღი კვების კაფეებისთვის და ჩაის ცერემონიის მოყვარულებისთვის.

GramPak Georgia-ში Greenfield-ის დასაყენებელი მწვანე ჩაი ხელმისაწვდომია მოცულობითი შეძენით: კაფეებს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ოფისებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ფასებით.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ბრენდი: Greenfield (გრინფილდი)
  • ხაზი: Flying Dragon
  • სახეობა: ჩინური მწვანე ფოთლოვანი (დასაყენებელი) ჩაი
  • წონა: 100 გ
  • შეფუთვა: მუყაოს კოლოფი შიდა დამცავი პაკეტით
  • დოზა: 1 ჩაის კოვზი (2–3 გ) 200 მლ წყალზე
  • დაყენება: 75–85°C წყალი, 2–3 წუთი; შესაძლებელია განმეორებით დაყენება
  • შენახვის პირობები: მჭიდროდ დახურული, მშრალ და გრილ ადგილას

გამოყენების სფერო

  • სახლი და ჩაის მომზადების რიტუალი
  • აზიური და ჯანსაღი კვების კაფეები
  • რესტორნები და სასტუმროები
  • ოფისი, ჩაიდნით ან თერმოსით
  • საჩუქარი მწვანე ჩაის მოყვარულისთვის

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რამდენჯერ შეიძლება ფოთლის დაყენება?

ხარისხიანი მწვანე ჩაის ფოთოლი 2–3-ჯერ შეიძლება დააყენოთ. ყოველ მომდევნო ჯერზე დაყენების დრო ოდნავ გაზარდეთ.

რა ტემპერატურის წყალი სჭირდება?

75–85°C. ადუღებულ წყალს 3–5 წუთი გააჩერეთ, რომ ოდნავ გაცივდეს, თორემ ჩაი მწარე გამოვა.

რატომ ვიყიდო ფოთლოვანი და არა პაკეტის მწვანე ჩაი?

ფოთლოვანი ჩაი უფრო სრულ არომატს იძლევა, დოზას თავად არეგულირებთ და შეგიძლიათ განმეორებით დააყენოთ. პაკეტის ჩაი სწრაფია და ოფისისთვის უფრო მოსახერხებელი.

სად შემიძლია შევიძინო ეს პროდუქტი?

პროდუქტი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ონლაინ, grampak.ge-ზე, ან დარეკოთ ტელეფონზე (032) 223 88 06. 12:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთა თბილისში იმავე დღეს იგზავნება.

 

არ აქვს შეფასებები ამ პროდუქტს.

შეაფასეთ პროდუქტი

შენიშვნა: HTML არ გადაითარგმნება!
ცუდი           კარგი
bottom

თეგები: მწვანე ჩაი , დასაყენებელი ჩაი , Greenfield , გრინფილდი , ფოთლოვანი ჩაი , ჩინური ჩაი ,