ხშირად დასმული კითხვები:

 No Idea What Sticker by Carawrrr for iOS & Android | GIPHY

როდის ხდება შეკვეთის მიწოდება?
დღის 12 საათამდე გაკეთებული შეკვეთა მომხმარებელს ბარდება იმავე სამუშაო დღეს. სხვა შემთხვევაში მეორე სამუშაო დღეს. (თბილისის მასშტაბით)

შემიძლია პროდუქციის ადგილზე შეძენა ან შეკვეთის ადგილიდან გატანა?

არა, პროდუქციის ადგილზე შეძენას ვერ შეძლებთ, ისევე როგორც შეკვეთის გატანას. შეკვეთას მოგაწვდით ჩვენი კურიერი ადგილზე.

შეკვეთის გასაფორმებლად რეგისტრაცია აუცილებელია?
დიახ აუცილებელია.

როგორ შემიძლია გადავიხადო?
გადახდა შეგიძლიათ როგორც გადარიცხვით ინვოისის საფუძველზე, ასევე პროდუქციის ადგილზე ჩაბარებისას, ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.




სად მდებარეობს თქვენი მაღაზია?

ჩვენ ვართ ონლაინ მაღაზია. ფილიალი, სადაც პროდუქციას ადგილზე შეიძენთ არ გვაქვს.

თქვენი სამუშაო საათები?
ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00

საიტის გარდა, კიდევ როგორ შემიძლია შეკვეთა?
შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია და შეკვეთის ონლაინ გაფორმება.

როგორ შემიძლია დავარეგისტრირო კომპანია, როგორც მყიდველი?
პირველ რიგში რეგისტრირდებით როგორც ფიზიკური პირი. შეკვეთის დასრულებისას მისამართის ველში ამატებთ კომპანიის მონაცემებს. ერთხელ შეყვანილ მონაცემებს პროფილი იმახსოვრებს ავტომატურად.

როგორ შევუკვეთო მარტივად, თუ რამდენიმე ფილიალი აქვს კომპანიას?
ეს ყველაზე მოსახერხებელია. ,,ჩემს მისამართებში" თქვენს კომპანიას დაამატებთ იმდენჯერ რამდენი მისამართიც აქვს. ხოლო შეკვეთის გაფორმების ბოლო ეტაპზე, საიტი აგარჩევინებთ რომელი ფილიალისთვის იქნება გავკუთვნილი პროდუქცია. 

როგორ შეგატყობინოთ თუ რაიმე დეტალი მინდა დავაფიქსირო შეკვეთასთან დაკავშირებით?
შეკვეთის გაფორმების ბოლო ეტაპზე, ისარგებლეთ ველით ,,კომენტარი ოპერატორს", დაგვიწერეთ სასურველი პარამეტრი ან ინფორმაცია, რომელიც გსურთ რომ გაითვალისწინოს ოპერატორმა.